English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ თეიმურაზ გოგოხია
საქართველოში ფირმების ინოვაციური საქმიანობის სრულყოფის გზები

რეზიუმე

ჩვენი კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს, საქართველოს მაგალით­ზე, ფირმის დონეზე ინოვაციური საქმიანობის არსებული მდგომარეობის გარკვეულწილად აღწერა და მისი სრულყოფის გზების დასახვა.კვლევის შედე­გად მიღებული დასკვნები და ჩამოყალიბებული რეკომენდაციები შეიძლე­ბა გამოყენებულ იქნეს როგორც საწარმოო ფირმების მართვის პროცესში, ისე ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკის რეალიზაციაში. რეკომენდაციები ეხება ორ მიმართულებას: 1. ფინანსური რესურსების ადვილად ხელმისაწვდო¬მობის უზ­რუნ­ველყოფა; 2. საჭირო ცოდნის განვითარების ხელშეწყობა.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციური საქმიანობა, ტექნოლოგიური ინოვაციები, არატექნოლოგიური ინოვაციები

შესავალი

საყოველთაოდ აღიარებულია ინოვაციური ფაქტორის აქტუალობა და მნიშვნელობა თანამედროვე ეკონომიკის ყველა სფეროსა და მიმართულების განვითარებისათვის. როგორც თეორიულ, ისე ემპირიულ ლიტერატურაში ხაზ­გას­მულია ინოვაციების გადამწყვეტი როლი და მნიშვნელობა ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში. ინოვაციების განხორციელება ფირმების კონკურენ­­ტული უპირატესობის მიღწევისა და შენარჩუნების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. ამასთან, ცნობილია, რომ ფირმის მწარმოებლურობის და, შესაბამისად, ეფექ­ტიანობის ამაღლება შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით და ხერხით, მათ შორის ფირმაში არსებული ჭარბი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმე­დებით, სხვადასხვა საწარმოო რეზერვის გამოვლენა-გამოყენებით, საერთო ხარჯებისა და პროდუქციის თვითღირებულების შემცირებით, მენეჯმენტის ხარის­ხის გაუმჯობესებით და ა.შ. თუმცა, ჩამოთვლილ ხერხებსა და მეთოდებში გან­საკუთ­რებული როლი ენიჭება ინოვაციურ აქტიურობას.

ინოვაციებზე ორიენტირებული ფირმის ეფექტიანი ღონისძიებების შემუ-შავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა გან­საკუთრებით აქტუალური და მნიშვნელოვანია გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნე-ბისათვის, მათ შორის საქართველოსათვის. საქართველოს გარდამა­ვალი ეკონომიკის პირობებში მოქმედი ფირმების ინოვაციური საქმიანობა, მისი სპეციფიკა და თავისებურებები ემპირიულად ჯერ არ გამოკვლეულა. სიღრმი­სეულად არ არის შესწავლილი საქართველოს ფირმებში ამ ინოვა­ციების განხორციელების ხელშემწყობი და შემაფერხებელი ფაქტორები, და, შესაბა­მისად, ნათლად არ არის განსაზღვრული ფირმის ეფექტიანობის ამაღლების გზები და მიმართულებები სხვადასხვა ტიპის ინოვაციების დანერგვისა და სრულყოფის საფუძველზე.

ეს პრობლემა ძალზე მწვავედ დგას და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადად განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის გარდამავალი ეკონო¬მიკის ქვეყნებში მოქმედი ფირმებისათვის. მიგვაჩნია, რომ საქართველოში, როგორც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანაში, ამ მიმართულებით კვლევა სიახლეს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანი ფირმების ფორ­მირებისა და განვითარებისათვის. კონკურენტუნარიანობისა და კონკუ-რენტული უპირატესობების მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობაა ინოვაციებზე ორიენტი­რე­ბული ფირმის საქმიანობა და, შესაბამისად, სტრატეგიები. ამის აქტუალობა განსაკუთრებით იმ მდგომარეობით არის განპირობებული, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გამოწვევის წინაშე დგას. ეს კი საქართვე­ლოს­გან თავისი ეკონომიკის ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკებთან გარკვეულ შე­სა­ბა­მისობაში მოყვანას მოითხოვს იმ ფონზე, როდესაც ქვეყა­ნაში კონკურენტ­უნარიანი პროდუქციის წარმოების დონე იმდენად დაბალია, რომ წარმოებული პროდუქციის ექსპორტი პროდუქციის იმპორტს რამდენ­ჯერმე ჩამორჩება.

გარდამავალი ეკონომიკის ფირმებისათვის (განსაკუთრებით პოსტსაბჭო­ური ტრანსფორმაციის ფირმებისათვის) წარმატების მიღწევა ბევრად არის განპირობებული მათი ინოვაციური სტრატეგიებით. ამიტომ, საქართველოს არ­სებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ინოვაციურ საქმიანობასთან დაკავში­რებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები ძალზე აქტუალურ საკითხებს წარმოადგენს.

ჩვენი კვლევის ძირითად მიზანს წარმოადგენს, საქართველოს მაგალით­ზე, ფირმის დონეზე ინოვაციური საქმიანობის არსებული მდგომა­რეობის გარ­კვეულწილად აღწერა და მისი სრულყოფის გზების დასახვა.

აღსანიშნავია, რომ ნაშრომში ჩვენ ძირითადად დავეყრდნობით იმ ცნე­ბებსა და განმარტებებს, რომელიც მოცემულია ეთგო-სა[1] და ევროსტატის[2]  ერთობლივ ცნობილ პუბლიკაციაში [РуководствоОсло, 2010]. აქ ცალკე ინო­ვაციურ საქმიანობად გამოყოფილია ფირმის მიერ განხორციელებული სამეც­ნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები (სკსსს R&D[3]). აქვე განსაზღვრულია ინოვაციების 4 ტიპი ფირმის საქმიანობის სფეროების მიხედვით: 1. პროდუქტული ინოვაცია[4]; 2. პროცესული ინოვაცია[5]; 3. ორგანი­ზაციული ინოვაცია[6]; 4. მარკეტინგული ინოვაცია[7]. ამასთან, პროდუქტული და პროცესული ინოვაციები ტექნოლოგიურ ინოვაციებს განეკუთვნება, მარკეტინ­გული და ორგანიზაციული ინოვაციები კი ჴ არატექნოლოგიურს [Mohnen, P. and Hall B., 2013].

მონაცემები და მეთოდოლოგია

ჩვენი მიზანია, საქართველოს ფირმებში სხვადასხვა ტიპის ინოვაციების დანერგვის გარკვეული თავისებურებების აღწერა და მათი ემპირიული ანალი­ზის გაკეთება სტატისტიკის შეუღლების ცხრილების საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ, საერთოდ, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური ქვეყნის მასშტაბით არ ახორციელებს ინოვაციების სტატისტიკურ აღწერას საწარმოების დონეზე [გოგოძე ., 2013: 69]. აქედან გამომდინარე, ჩვენი ემპირიული ანალიზი დაეყრდნობა გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში (მათ შორის საქართველოში) 2012-2014 წლებში მსოფლიო ბანკის და რეკონ­სტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის მიერ ერთობლივად შესრუ­ლებული BEEPS[8]-ის მე-5 რაუნდის მონაცემებს, რომელიც ეხება ეკონომიკის ფირმის (მიკრო-) დონეს. BEEPS-ის ანგარიში ემყარება შესაბამისი მეთოდო­ლოგიით ევროპისა და ცენტრალური აზიის 29 ქვეყნის 15523 ფირმაში ჩატარე­ბული გამოკითხვებით მოპოვებულ მონაცემებს. გამოკვლევა ჩატარდა სტრატი­ფიცირებული შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე. ამასთან, ანგარიში მოი­ცავს შერჩევის ჩარჩოდან (ანუ გენერალური ერთობლიობიდან)[9]შერჩევითი ერთობლიობის მოცულობის განსაზღვრის გეგმას, მონაცემთა ბაზის სტრუქ­ტურასა და დამატებით ინფორმაციას, რომელიც ეხება პასუხგაუცემელ შემთ­ხვევებსა და შესაბამის წონებს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოს გენერალური ერთობლიობა შეად­გენს 19058 ფირმას, სადაც დასაქმებულია 5 ან მეტი კაცი, შერჩევითი ერთობ­ლიობის მოცულობა კი – 360 ფირმას. შერჩევისას გამოყენებულია სტრატი­ფიკაციის სამი დონე: 1. ეკონომიკური საქმიანობის სახეობა; 2. ფირმე­ბის ზო­მა; 3. რეგიონი.

IBM SPSS Statistics პროგრამის[10] მეშვეობით საქართველოს BEEPS-ის მონა­ცემების გამოყენებით ავაგებთ ემპირიული ანალიზის შესაბამის შეუღ­ლების სტატისტიკურ ცხრილებს. ამ ცხრილების მეშვეობით გავერკვევით მოცემული ობიექტების (ჩვენ შემთხვევაში ფირმების) ქცევის გარკვეულ თავისებურებებში მათთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების აღწერის საფუძველზე. კერძოდ, ავაგებთ შეუღლების ცხრილებს, რომლის მეშვეობითაც დავადგენთ ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული სხვადასხვა ტიპის ინოვაციების კავშირს ისეთ ფაქტორებთან, როგორიცაა: 1. ფირმის ზომა; 2. ფირმის კაპი­ტალში უცხოელების საკუთრების წილი (%); 3. უმაღ­ლესი განათლების მქონე საშტატო თანამშრომლების წილი (%); 4. ეროვნული, რეგიონული, ადგილობ­რივი მთავრობიდან ან ევროკავშირიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში მიღე­ბული სუბსიდიები.

ზოგადი სიხშირეების დასადგენად გამოვიყენებთ შერჩევის მკაცრ წო­ნებს, ხოლო ანალიტიკური მიზნით შესაძლო სტატისტიკურად მნიშვნე­ლოვან ურთი-ერთდამოკიდებულებების დასადგენად ჴ ნორმალიზებულ წონებს.

მდგომარეობის აღწერა და ანალიზი

ბოლო 3 წლის განმავლობაში ფირმაში განხორციელებული პროდუქ­ტული ინოვაციებისა და ფირმის ზომისშეუღლების (ზემოთ აღნიშნული მეთო­დოლოგიით აგებული) ცხრილის მიხედვით, პროდუქტული ინოვაცია ხორციელ­დება უფრო მეტად მცირე (47,6%) და საშუალო (48,7%) ზომების ფირმებში, ვიდრე მსხვილ (3,7%) კომპანიებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში კომპა­ნიების მხოლოდ 8,5% ახდენს ამ ტიპის ინოვაციის რეალიზაციას. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა პროდუქტული ინოვაცია ფირმის ზომაზე დამო­კიდე­ბული, ნორმალი­ზებული წონების გამოყენებით შეფასებული მონაცემებიდან გამომდინარე, ამ კითხვას შეიძლება დადებითად ვუპასუხოთ, რადგან ხი-კვად­რატ კრიტერიუმის მიხედვით კავშირი ფიქსირდება სტატისტიკურად მნიშვნე­ლოვან დონეზე.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ფირმაში განხორციელებული პრო­ცესული ინოვაციებისა და ფირმის ზომის შეუღლების ცხრილის მიხედვით, პროდუქ­­ტული ინოვაციის მსგავსად, პრო­ცესული ინოვაცია ხორციელდება უფრო მეტად მცირე (40,4%) და საშუალო (39,1%) ზომების ფირმებში, ვიდრე მსხვილ (20,5%) კომპანიებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში კომპანიების მხოლოდ 7,2% ახდენს ამ ტიპის ინოვაციის რეალიზაციას. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა პროცესული ინოვაცია ფირმის ზომაზე დამოკიდებული, ნორმალი­ზებული წონების გამოყენებით შე­ფასებული მონაცემებიდან გამომდინარე, ამ კითხვას შეიძლება დადებითად ვუპასუხოთ, რადგან ხი-კვადრატ კრიტერიუმის მიხედვით კავშირი ფიქსირდება სტატისტიკურად მნიშვნელოვან დონეზე.

ავაგოთ ბოლო 3 წლის განმავლობაში ფირმაში განხორციელებული ორგა­ნიზაციული ინოვაციებისა და ფირმის ზომის შეუღლების ცხრილის მი­ხედვით, ორგანიზაციული ინოვაცია უფრო მეტად საშუალო (35,9%) და მსხვი­ლი (37,6%) ზომების კომპანიებში ხორციელდება, ვიდრე მცირე (26,5%) ფირ­მებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში კომპა­ნიების მხოლოდ 4,6% ახდენს ამ ტიპის ინოვაციის რეალიზაციას. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ორგანიზაციული ინოვაცია ფირმის ზომაზე დამოკიდებული, ნორმალიზებული წონების გამოყენებით შეფასებული მონა­ცემებიდან გამომდინარე, ამ კითხვას შეიძლება დადებითად ვუპასუხოთ, რადგან ხი-კვადრატ კრიტერიუმის მიხედვით კავშირი ფიქსირდება სტატისტი­კურად მნიშვნელოვან დონეზე.

ავაგოთ ბოლო 3 წლის განმავლობაში ფირმაში განხორციელებული მარ­კეტინგული ინოვაციებისა და ფირმის ზომის შეუღლების ცხრილის მიხედვით, მარკეტინგული ინოვაცია ხორციელდება უფრო მეტად საშუალო (38,2%) და მცირე (35,8%) ზომების ფირმებში, ვიდრე მსხვილ (26,0%) კომპანიებში. აღ­სანიშნავია, რომ საქართველოში კომპანიების მხოლოდ 6,7% ახდენს ამ ტიპის ინოვაციის რეალიზაციას. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა მარკეტინგული ინოვაცია ფირმის ზომაზე დამოკიდებული, ნორმალი­ზებული წონების გამოყენებით შეფასებული მონაცემებიდან გამომდინარე, ამ კითხვას შეიძლება დადებითად ვუპასუხოთ, რადგან ხი-კვადრატ კრიტერიუმის მიხედვით კავშირი ფიქსირდება სტატისტიკურად მნიშვნელოვან დონეზე.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ფირმაში განხორციე­ლებული პროდუქ­ტუ­ლი ინოვაციებისა და ფირმის კაპიტალში უცხოელების საკუთრების წილის (%)შეუღლების ცხრილის მიხედვით, პროდუქტული ინოვაცია ხორციელდება უფრო მეტად იმ ფირმებში, სადაც კაპიტალის საკუთრებაში უცხოელების წილი შეადგენს 0-დან 34 %-მდე (95,6%), ხოლო ფირმებში, სადაც კაპიტალის საკუთ­რებაში უცხოელების წილი შეადგენს 50%-დან 100%-მდე, პროდუქტული ინოვაცია ხორციელდება ბევრად უფრო ნაკლებად (4,4%). აგრეთვე, აღსანიშ­ნავია, რომ საქართველოში მხოლოდ იმ კომპანიების 8,6% ახორციელებს ამ ტიპის ინოვაციას, სადაც უცხოელებს აქვთ საკუთრებაში რაიმე წილი. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა პროდუქტული ინოვაცია ფირმის კაპიტალში უცხოელების საკუთრების წილზე დამოკიდებული, ნორმალიზებული წონების გამოყენებით შეფასებული მონაცემებიდან გამომდინარე, ამ კითხვას შეიძლება უარყოფითად ვუპასუხოთ, რადგან ხი-კვადრატ კრიტერიუმის მიხედვით კავში­რი არ ფიქსირდება სტატისტიკურად მნიშვნელოვან დონეზე.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ფირმაში განხორციელებული პროცესული ინოვაციებისა და ფირმის კაპიტალში უცხოელების საკუთრების წილის (%) შეუღლების ცხრილის მიხედვით, პროცესული ინოვაცია ხორციელდება უფრო მეტად იმ ფირმებში, სადაც კაპიტალის საკუთრებაში უცხოელების წილი შეადგენს 0-დან 34 %-მდე (97,5%), ხოლო ფირმებში, სადაც კაპიტალის საკუთ­რებაში უცხოელების წილი შეადგენს 50%-დან 100%-მდე, პროცესული ინოვა­ცია ხორციელდება ბევრად უფრო ნაკლებად (2,5%). აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში მხოლოდ იმ კომპანიების 7,2% ახორციელებს ამ ტიპის ინოვაციას, სადაც უცხოელებს აქვთ საკუთრებაში რაიმე წილი. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა პროცესული ინოვაცია ფირმის კაპიტალში უცხოე­ლე­ბის საკუთრების წილზე დამოკიდებული, ნორმალიზებული წონების გამოყე­ნე­ბით შეფასებული მონაცემებიდან გამომდინარე, ამ კითხვას შეიძლება უარყო­ფითად ვუპასუხოთ, რადგან ხი-კვადრატ კრიტერიუმის მიხედვით კავში­რი არ ფიქსირდება სტატისტიკურად მნიშვნელოვან დონეზე.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ფირმაში განხორციელებული ორგა­ნიზა­ციული ინოვაციებისა და ფირმის კაპიტალში უცხოელების საკუთ­რე­ბის წილის (%) შეუღლების ცხრილის მიხედვით,ორგანიზაციული ინოვაცია ხორციელდება მხოლოდ იმ ფირმებში, სადაც კაპიტალის საკუთრებაში უცხოელების წილი შეადგენს 0-დან 34 %-მდე (100,0%). აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ საერთოდ საქართველოში მხოლოდ იმ კომპანიების 4,6% ახორციელებს ამ ტიპის ინო­ვა­ციას, სადაც უცხოელებს აქვთ საკუთრებაში რაიმე წილი. რაც შეეხება კით­ხ­ვას, არის თუ არა ორგანიზაციული ინოვაცია ფირმის კაპიტალში უცხოე­ლე­ბის საკუთრების წილზე დამოკიდებული, ნორმალიზებული წონების გამო­ყე­ნებით შეფასებული მონაცემებიდან გამომდინარე, ამ კითხვას შეიძლება უარ­ყო­­ფითად ვუპასუხოთ, რადგან ხი-კვადრატ კრიტერიუმის მიხედვით კავში­რი არ ფიქსირდება სტატისტიკურად მნიშვნელოვან დონეზე.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ფირმაში განხორციელებული მარკეტინ­გული ინოვაციებისა და ფირმის კაპიტალში უცხოელების საკუთ­რების წილის (%) შეუღლების ცხრილის მიხედვით, მარკეტინგული ინოვაცია ხორციელდება მხოლოდ იმ ფირმებში, სადაც კაპიტალის საკუთრებაში უცხოელების წილი შეადგენს 0-დან 34 %-მდე (100,0%). აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ საერთოდ საქართველოში მხოლოდ იმ კომპანიების 6,7% ახორციელებს ამ ტიპის ინო­ვა­ციას, სადაც უცხოელებს აქვთ საკუთრებაში რაიმე წილი. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა მარკეტინგული ინოვაცია ფირმის კაპიტალში უცხოე­ლების საკუთრების წილზე დამოკიდებული, ნორმალიზებული წონების გამო­ყენებით შეფასებული მონაცემებიდან გამომდინარე, ამ კითხვას შეიძლება უარ­ყოფითად ვუპასუხოთ, რადგან ხი-კვადრატ კრიტერიუმის მიხედვით კავში­რი არ ფიქსირდება სტატისტიკურად მნიშვნელოვან დონეზე.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ფირმაში განხორციელებული პროდუქ­ტული ინოვაციებისა და უმაღლესი განათლების მქონე საშტატო თანამშრომ­ლების წილის (%) შეუღლების ცხრილის მიხედვით, პროდუქტული ინოვაცია ხორციელდება უფრო მეტად იმ ფირმებში, სადაც უმაღლესი განათლების მქონე საშტატო თანამშრომლების წილი შეადგენს 50-დან 100 %-მდე (61,5%), ვიდრე იმ ფირმებში, სადაც უმაღლესი განათლების მქონე საშტატო თანამ­შრომლების წილი შეადგენს 0%-დან 25%-მდე (22,3%) და 26%-დან 49%-მდე (16,2%). აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში მხოლოდ იმ კომპანიების 8,5% ახორციელებს ამ ტიპის ინოვაციას, სადაც დასაქმებულია უმაღლესი განათ­­ლების მქონე საშტატო თანამშრომლები. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა პროდუქტული ინოვაცია ფირმის უმაღლესი განათლების მქონე საშტატო თანამშრომლების წილზე დამოკიდებული, ნორმალიზებული წონების გამოყე­ნებით შეფასებული მონაცემებიდან გამომდინარე, ამ კითხვას შეიძლება დადე­ბითად ვუპასუხოთ, რადგან ხი-კვადრატ კრიტერიუმის მიხედვით კავშირი ფიქ­სირდება სტატისტიკურად მნიშვნელოვან დონეზე.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ფირმაში განხორციელებული პროცესული ინოვაციებისა და უმაღლესი განათლების მქონე საშტატო თანამშრომლების წი­ლის (%) შეუღლების ცხრილის მიხედვით, პროცესული ინოვაცია ხორციელ­დება უფრო მეტად იმ ფირმებში, სადაც უმაღლესი განათლების მქონე საშ­ტატო თანამ­შრომლების წილი შეადგენს 0%-დან 25%-მდე (38,0%), ვიდრე იმ ფირმებში, სადაც უმაღლესი განათლების მქონე საშტატო თანამშრომლების წილი შეადგენს 50-დან 100%-მდე (33,0%) და 26%-დან 49%-მდე (29,1%). აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში მხოლოდ იმ კომპანიების 7,2% ახორ­ციე­ლებს ამ ტიპის ინოვაციას, სადაც დასაქმებულია უმაღლესი განათლების მქო­ნე საშტატო თანამშრომლები. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა პროცე­სუ­ლი ინოვაცია ფირმის უმაღლესი განათლების მქონე საშტატო თანამ­შრომ­ლე­ბის წილზე დამოკიდებული, ნორმალიზებული წონების გამოყენებით შეფა­სე­ბული მონაცემებიდან გამომდინარე, ამ კითხვას შეიძლება დადებითად ვუპა­სუ­ხოთ, რადგან ხი-კვადრატ კრიტერიუმის მიხედ­ვით კავშირი ფიქსირდება სტა­ტისტიკურად მნიშვნელოვან დონეზე.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ფირმაში განხორციელებული ორგა­ნიზაციული ინოვაციებისა და უმაღლესი განათლების მქონე საშტატო თანამ­შრომ­ლების წილის (%) შეუღლების ცხრილის მიხედვით, ორგანიზაციული ინო­­ვაცია ხორციელდება უფრო მეტად იმ ფირმებში, სადაც უმაღლესი გა­ნათლების მქონე საშტატო თანამშრომლების წილი შეადგენს 50-დან 100%-მდე (47,0%), ვიდრე იმ ფირმებ­ში, სადაც უმაღლესი განათლების მქონე საშტატო თანამშრომლების წილი შეადგენს 0%-დან 25%-მდე (12,8%) და 26%-დან 49%-მდე (40,2%). აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში მხოლოდ იმ კომპანიების 4,6% ახორციელებს ამ ტიპის ინოვაციას, სადაც დასაქმებულია უმაღლესი განათლების მქონე საშტატო თანამშრომლები. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა ორგანიზაციული ინოვაცია ფირმის უმაღლესი განათლების მქონე საშ­ტა­ტო თანამშრომლების წილზე დამოკიდებული, ნორმალიზებული წონების გამოყენებით შეფასებული მონაცემებიდან გამომ­დინარე, ამ კითხვას შეიძლება დადებითად ვუპასუხოთ, რადგან ხი-კვადრატ კრიტერიუმის მიხედ­ვით კავშირი ფიქსირდება სტატისტიკურად მნიშვნელოვან დონეზე.

ბოლო 3 წლის განმავლობაში ფირმაში განხორციელებული მარკეტინ­გული ინოვაციებისა და უმაღლესი განათლების მქონე საშტატო თა­ნამ­შრომლების წილის (%) შეუღლების ცხრილის მიხედვით, მარკეტინგული ინო­ვაცია ხორციელდება უფრო მეტად იმ ფირმებში, სადაც უმაღლესი განათ­ლების მქონე საშტატო თანამშრომლების წილი შეადგენს 50-დან 100%-მდე (55,2%), ვიდრე იმ ფირმებ­ში, სადაც უმაღლესი განათლების მქონე საშტატო თანამშრომლების წილი შეადგენს 0%-დან 25%-მდე (19,9%) და 26%-დან 49%-მდე (24,9%). აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში მხოლოდ იმ კომპანიების 6,7% ახორციე­ლებს ამ ტიპის ინოვაციას, სადაც დასაქმებულია უმაღლესი გა­ნათლების მქონე საშტატო თანამშრომლები. რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა მარკეტინგული ინოვაცია ფირმის უმაღლესი განათლების მქონე საშტატო თანამ­შრომლების წილზე დამოკიდე¬ბული, ნორმალიზებული წონების გამოყე­ნე­ბით შეფასებული მონაცემებიდან გამომდინარე, ამ კითხვას შეიძლება დადე­ბი­თად ვუპასუხოთ, რადგან ხი-კვადრატ კრიტერიუმის მიხედვით კავშირი ფიქსირდება სტატისტიკურად მნიშვნელოვან დონეზე.

ავაგოთ ბოლო 3 წლის განმავლობაში ტექნოლოგიური (პროდუქტული და პროცესული) და არატექნოლოგიური (ორგანიზაციული და მარკეტინგული) ინოვაციებისა და ეროვნული, რეგიონული, ადგილობრივი მთავრობიდან ან ევ­როკავშირიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში მიღებული სუბსიდიების შეუღ­ლების ცხრილების მიხედვით, საქართველოს ფირმებს, რომლებიც ახორციე-ლებდნენ ამა თუ იმ ტიპის ინოვაციას, ბოლო 3 წლის განმავლობაში არ ჰქონ­დათ მიღებული არანაირი სუბსიდია, არც ეროვნული, რეგიონული და ადგი­ლობ­რივი მთავრობიდან და არც ევროკავშირიდან. თუმცა, აღსანიშნავია ის, რომ ამ სახის სუბსიდიებს იღებდნენ ის ფირმები, რომლებიც არ ახორ­ციე­ლებდნენ არანაირ ინოვაციურ საქმიანობას. ანუ სახეზე გვაქვს ეკონომი­კურად არამიზანშეწონილი ხარჯები.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბიზნესსაქმიანობის განხორციელებისას საქართველოს როგორც ინოვაციური, ისე არაინოვაციური საწარმოები ყველა­ზე დიდ შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევენ პოლიტიკურ არასტაბილურობას, შემდეგ მოდის ფინანსების ხელმისაწვდომობა, საგადასახადო განაკვეთები, კონკურენცია არაფორმალური სექტორის მხრიდან და ა.შ. (იხ. ჩვენ მიერ აგებული ცხრილიBEEPS-ის მონაცემებზე დაყრდნობით).

 ცხრილი1

 

 

ფირმის ზომა

სულ

მცირე

>=5 და

საშუალო

>=20 და

მსხვილი

>=100

არ ვიცი

სიხშირე

286

40

7

333

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

85,9%

12,0%

2,1%

100,0%

% ფირმის ზომაში

8,0%

3,4%

2,5%

6,6%

არ ვრცელდება

სიხშირე

135

41

14

190

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

71,1%

21,6%

7,4%

100,0%

% ფირმის ზომაში

3,8%

3,5%

4,9%

3,8%

ფინანსების ხელმისაწვდომობა

სიხშირე

675

174

121

970

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

69,6%

17,9%

12,5%

100,0%

% ფირმის ზომაში

18,9%

14,8%

42,8%

19,3%

მიწის ხელმისაწვდომობა

სიხშირე

21

0

0

21

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

100,0%

,0%

,0%

100,0%

% ფირმის ზომაში

,6%

,0%

,0%

,4%

ბიზნესის ლიცენზიები და  ნებართვები

სიხშირე

0

1

1

2

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

,0%

50,0%

50,0%

100,0%

% ფირმის ზომაში

,0%

,1%

,4%

,0%

კორუფცია

სიხშირე

9

41

0

50

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

18,0%

82,0%

,0%

100,0%

% ფირმის ზომაში

,3%

3,5%

,0%

1,0%

სასამართლო

სიხშირე

49

2

0

51

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

96,1%

3,9%

,0%

100,0%

% ფირმის ზომაში

1,4%

,2%

,0%

1,0%

კრიმინოგენული ვითარება

სიხშირე

1

0

0

1

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

100,0%

,0%

,0%

100,0%

% ფირმის ზომაში

,0%

,0%

,0%

,0%

საბაჟო და სავაჭრო წესები

სიხშირე

31

38

0

69

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

44,9%

55,1%

,0%

100,0%

% ფირმის ზომაში

,9%

3,2%

,0%

1,4%

ელექტროენერგია

სიხშირე

92

3

0

95

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

96,8%

3,2%

,0%

100,0%

% ფირმის ზომაში

2,6%

,3%

,0%

1,9%

არაკვალიფიციური სამუშაო ძალა

სიხშირე

11

75

4

90

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

12,2%

83,3%

4,4%

100,0%

% ფირმის ზომაში

,3%

6,4%

1,4%

1,8%

შრომითი რეგულაციები

სიხშირე

40

0

0

40

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

100,0%

,0%

,0%

100,0%

% ფირმის ზომაში

1,1%

,0%

,0%

,8%

პოლიტიკური არასტაბილურობა

სიხშირე

1385

364

107

1856

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

74,6%

19,6%

5,8%

100,0%

% ფირმის ზომაში

38,8%

30,9%

37,8%

36,9%

კონკურენცია არაფორმალური სექტორის მხრიდან

სიხშირე

239

117

2

358

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

66,8%

32,7%

,6%

100,0%

% ფირმის ზომაში

6,7%

9,9%

,7%

7,1%

საგადასახადო ადმინისტრირება

სიხშირე

108

0

2

110

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

98,2%

,0%

1,8%

100,0%

% ფირმის ზომაში

3,0%

,0%

,7%

2,2%

საგადასახადო განაკვეთები

სიხშირე

461

209

12

682

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

67,6%

30,6%

1,8%

100,0%

% ფირმის ზომაში

12,9%

17,7%

4,2%

13,5%

ტრანსპორტი

სიხშირე

31

74

13

118

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

26,3%

62,7%

11,0%

100,0%

% ფირმის ზომაში

,9%

6,3%

4,6%

2,3%

სულ

სიხშირე

3574

1179

283

5036

%  ყველაზე დიდ დაბრკოლებაში

71,0%

23,4%

5,6%

100,0%

% ფირმის ზომაში

100,0%

100,0%

100,0%

100,0%

ანალიზის შედეგები

იმისათვის, რომ შევაჯამოთ საქართველოს ფირმების ინოვაციურ საქმია­ნობასთან დაკავშირებით მიღებული შედეგები, შევადაროთ ეს უკანასკნელი იმ მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ზოგადად გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს.

რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკის მიერ ინოვაციებ­თან დაკავშირებული ჩატარებული კვლევის შედეგად [Инновации в переходном процессе, 2014] გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ფირმის დონეზე დანერგი­ლი ინოვაციების სტიმულატორებად გამოვლინდა შემდეგი ფაქტორები:

1.გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში მსხვილი ფირმები უფრო ხშირად აწარმოებენ როგორც ტექნოლოგიურ, ისე არატექნოლოგიურ ინოვაციებს, რაც აიხსნება მასშტაბის ეფექტით. მსხვილ ფირმებს მეტი ხელმისაწვდომობა აქვთ გარე წყაროებიდან დაფინანსებასთან, ტექნოლოგიური და არატექნოლოგიური ინოვაციების შესაქმნელად ან გარედან შესაძენად. მსხვილ და გამოცდილ ფირმებს აქვთ უფრო მეტი შესაძლებლობები, მათ შორის მათ განკარგვაშია მარკეტინგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და შიდა სტრუქტურაში გააჩ­ნიათ მარკეტინგის ცალკე განყოფილებები; საქართველოში, ჩვენი კვლე­ვის შედეგად მიღებული მონაცემებით, პროდუქტულ, პროცესულ და მარკეტინგულ ინოვაციებს უფრო ხშირად ახორციელებენ საშუალო და მცირე ზომის ფირ­მები;

2.გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ტექნოლოგიური და არატექ­ნო­ლო­­გიური ინოვაციების დანერგვის დეტერმინანტად ვლინდება ფირმის საკუთ­რების წილობრივი სტრუქტურა. უცხოური მონაწილეობა ფირმის კაპი­ტალში ზრდის ალბათობას, ფირმამ გაწიოს შესაბამისი ხარჯები სამეცნიერო-კვლევით და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების განხორციელებაზე და, შესაბა­მი­სად, როგორც ტექნოლოგიური, ისე არატექნოლოგიური ინოვაციების დანერგ­ვაზე. უცხოური მონაწილეობით ფირმებს მიეკუთვნება ის ფირმები, რომლის კაპიტალის 25% მაინც ეკუთვნის უცხოელ მეპატრონეს. ასეთი ფირმები ადგი­ლობრივ ფირმებთან შედარებით უფრო ხშირად აბანდებენ საკუთარ სახსრებს სკსსს-ზე ან გარე ცოდნის შეძენაზე და, შესაბამისად, უფრო ხშირად ახორ­ციელებენ როგორც ტექნოლოგიურ, ისე არატექნოლოგიურ ინოვაციებს; საქარ­თველოში, ჩვენი კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით, ეს ტენდენცია ნაკლებად ვლინდება;

3.გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ფირმის მიერ ინოვაციური საქმიანობის წამოწყების ალბათობასა და სკსსს-ზე ხარჯების გაწევის შესაძლებლობაზე გავლენას ახდენს ფირმაში კვალიფიციური თანამშრომ­ლების (მათ შორის მენეჯერების) არსებობა; საქართველოში, ჩვენი კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით, ეს ტენდენცია ვლინდება.

ამრიგად, საქართველოს ფირმების BEEPS-ის მონაცემებზე დაყრდნობით, სტატისტიკის შეუღლების ცხრილების გამოყენების საფუძველზე დავადგინეთ შემდეგი: ა. საქართველოს ფირმებში დანერგილი ყველა ტიპის ინოვაცია სტა­ტისტიკურად მნიშვნელოვან დამოკიდებულებაში იმყოფება ისეთ ფაქტორ-თან, როგორიცაა ფირმის ზომა; ბ. საქართველოს ფირმებში დანერგილი ყველა ტი­პის ინოვაცია არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვან დამოკი­დებულებაში ისეთ ფაქტორთან, როგორიცაა ფირმის კაპიტალში უცხოელების საკუთრების წილი; გ. საქართველოს ფირმებში დანერგილი ყველა ტიპის ინოვაცია სტა­ტისტიკურად მნიშვნელოვან დამოკიდებულებაში იმყოფება ისეთ ფაქტორთან, როგორიცაა ფირმაში უმაღლესი განათლების მქონე საშტატო თანამშრომ­ლების წილი; დ. საქართველოს ფირმებს, რომელში ხორციელდება ამა თუ იმ ტიპის ინოვაცია, ბოლო 3 წლის განმავლობაში არ ჰქონდათ მირე­ბული არა­ნაირი სუბსიდია, არც ეროვნული, რეგიონული და ადგილობრივი მთავრობიდან და არც ევროკავშირიდან. თუმცა, ამავე დროს, აღსანიშნავია ის, რომ ამ სახის სუბსიდიები მიიღეს იმ ფირმებმა, რომლებიც არ ახორციელებდნენ არანაირ ინოვაციურ საქმიანობას.

პოლიტიკური არასტაბილურობის ფაქტორის გარდა აღსანიშნავია ბიზ­ნესსაქმიანობის განხორციელების ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორი, ესაა ფირმებისთვის ფინანსების ხელმისაწვდომობის პრობლემა.

დასკვნა

ემპირიული ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე, შესაძლოა გაკეთდეს დასკვნა, რომ საქართველოს ფირმებში ზოგადად ნაკლებად შეიმჩნევა ინოვა­ციუ­რი აქტიურობა, მათ შორის ტექნოლოგიური (პროდუქტული და პროცე­სუ­ლი) და არატექნოლოგიური (ორგანიზაციული და მარკეტინგული) ინოვაციების დანერგვის სახით. ჩვენი აზრით, საქართველოს ფირმებში ინოვაციური აქტი­ურობის ძალზე დაბალი დონე და ინტენსივობა განპირობებულია ზოგადად იმ პრობლემებით, რომელიც ჯერ კიდევ 2003 წლიდან დგას საქართველოს წინაშე.

კერძოდ, ქვეყანას არ გააჩნია მეცნიერულად დასაბუთებული ინოვაციური პოლიტიკის კონცეფცია, არ არსებობს არანაირი მიზანმიმართული ინოვაციური და საინვესტიციო განვითარების არც სახელმწიფო პროგრამა და, შესაბა­მისად, არც ხელსაყრელი ინოვაციური კლიმატი [ПапаваВ., МесхияЯ., 2003: 33-34].

როგორც ყველა გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქყვეყნის, ისე საქართ­ველოს მთავრობის მთავარი ამოცანაა, მოტივირებული გახადონ ფირმები ინოვაციური აქტიურობისადმი. ამისათვის საჭიროა შესაბამისი გარემოს შექმნა, რომელიც, ერთი მხრივ, შექმნის სტიმულებს და, მეორე მხრივ, მოხსნის ბარიერებს ფირმების ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად.

მიღებული კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შეიძლება გაკეთდეს გარკვეული რეკომენდაციები როგორც ქვეყნის ინოვაციური პოლიტიკის რეა­ლი­ზაციის სფეროში, ისე ფირმების ორგანიზაციისა და მართვის პროცესში.

საქართველოს ინოვაციური პოლიტიკისათვის მთავარი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენი კვლევის შედეგებიდან გამომდინარეობს, არის ის, რომ ფირ­მე­ბის ინოვაციური საქმიანობის მასტიმულირებელი წინაპირობაა, ერთი მხრივ, მათთვის ფინანსური რესურსების ადვილად ხელმისაწვდომობის უზრუნველ­ყო­ფა, მეორე მხრივ კი - ფირმებისათვის საჭირო ცოდნის განვითარების ხელ­შეწ­ყობა. ამ მიზნის მისაღწევად მთავრობამ უნდა მიიღოს შესაბამისი პოლი­ტიკური გადაწყვეტილებები, შეიმუშაოს და ცხოვრებაში გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები შემდეგი მიმართულებებით: 1. ფინანსური ბაზრების განვითარება და ლიბერალიზაცია; 2. კაპიტალის შემოდინებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ლიბერალიზაცია; 3. სპეციალური ინდუსტრიული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც გაითვალისწინებს ინოვაციური კომპანიების სახელმწიფო მხარდაჭერას შესაბამისი სუბსიდიების მეშვეობით; 4. სპეცია­ლუ­რი საგადასახადო რეჟიმის შემოღება გადასახადების მსხვილი გადამხდე­ლე­ბისათვის, რომლებიც ეწევიან ინოვაციურ საქმიანობას. გარდა ამისა, საქარ­თ­ველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს სპეციალური პოლი­ტიკა განათლების სფეროში, რომელიც ხელს შეუწყობს ფირმებისათვის საჭი­რო თანამედროვე ცოდნით და უნარ-ჩვევებით შეიარაღე­ბული მაღალკვა­ლი­ფიციური და კომპეტენტური კადრების გაზრდას როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დონეზე.

ამასთან, ვფიქრობთ, ჩვენი კვლევის შედეგებიდან გამომდინარეობს რე­კომენდაცია ფირმის ინოვაციური პოლიტიკის განხორცილებისათვის, რომ­ლის მიხედვით, ფირმისთვის ეკონომიკურად სასურველი და მიზანშეწონილი იქნება, თუ თანამშრომლების უნარ-ჩვევების სრულყოფის, კვალიფიკაციის ამაღლე­ბისა და გადამზადების მიზნით საკუთარ ორგანიზაციაში დანერგავენ შესაბამის სასწავლო პროცესს ან დააფინანსებენ კადრების სათანადო სწავლას სხვაგან. 

ლიტერატურა

1.აბესაძე რ., 2014. ინოვაციები ჴ ეკონომიკური განვითარების მთავარი ფაქტორი.. გუგუშვილის სახ. ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებიდან 70- წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფე­რენციის მასალების კრებული: ეკონომიკისა და ეკონომიკური მეცნიერების განვითარების აქტუალური პრობლემები. თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 27-28 ივნისი.

2.გოგოძე ი., 2013. ინოვაციური საქართველო: მიმდინარე სტატუსი. თბი­ლისი.

3.გოგოხია თ., ა, 2015. ტექნოლოგიური და მარკეტინგული ინოვაციები ფირმის ეფექტიანობის ამაღლებაში.აკადემიკოს პაატა გუგუშვილის დაბადე­ბიდან 110- წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტი­კული კონფერენციის მასალების კრებული: ეროვნული ეკონომიკების მდგრადი განვითარების აქტუალური პრობლემები“.თბილისი, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, 10-11 ივლისი.

4.გოგოხია თ., ბ, 2015. ტექნოლოგიური და მარკეტინგული ინოვაციების დანერგვის სტიმულები და ბარიერები. .: ეკონომისტი, # 5.

5.შენგელია თ., 1997. ინოვაციური პროცესები: პოლიტიკა, რეგულირება, ეფექტიანობა.თბილისი, საქპროფგამის გამომცემლობა.

6.ჩიქავა ლ., 2006. ინოვაციური ეკონომიკა. თბილისი, საგამომცემლო ფირმა „სიახლე“.

7.Абесадзе Р., Бурдули В., 2014. Структурные и инновационные проблемы экономического развития. Тбилиси, Издательство Института экономики П. Гугушвили Тбилисского Государственного Университета им. И. Джавахишвили.

8.Аптон Г., 1982. Анализ таблиц сопряженности. Москва, Финансы и статис­тика (перевод с английского и предисловие Ю.П. Адлера).

9.Инновации в переходном процессе (Доклад о переходном процессе за 2014 год), 2014. Публикация Европейского Банка Реконструкции и Развития.

10.Папава В., Месхия Я., 2003. Проблемы инновационно-инвестиционной по-литики в Грузии. Тбилиси.

11.Руководство Осло. Рекомендации по сбору и анализу данных по инновациям, 2010. Совместная публикация ОЭСР и Евростата. Москва.

12.EBRD Transition Report 2014: Innovation in Transition, 2014. European Bank for Reconstruction and Development (EBRD,).Available at: http://www.ebrd.com/downloads/research/transition/tr14.pdf

13.Mohnen, P. and Hall B., 2013. Innovation and Productivity: an Update.Eurasian Business Review, 3(1), pp. 47-65.



[1]ეთგო - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია.

[2]ევროსტატი - ევროკავშირის სტატისტიკური ოფისი.

[3]R&D – Research & Development (НИОКР – научно-исследовательские и опытно-конструкторские разра­ботки).

[4]პროდუქტული ინოვაცია გულისხმობს ისეთი საქონლის ან მომსახურების შემოღებას, რომელიც, თვი­სებების ან გამოყენების ხერხების მიხედვით, ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. აქ შედის როგორც ტექნიკური მახასიათებლების, კომპონენტებისა და მასალის, ასევე დანერგილი პროგ­რა­მული უზრუნველყოფისა და გამოყენების მოხერხებულობის ან სხვა ფუნქციონალური მა­ხა­სიათებ­ლების მნიშ­ვნელოვანი გაუმჯობესება და სრულყოფა[Руководство Осло, 2010: 32].

[5]პროცესული ინოვაცია გულისხმობს პროდუქტის წარმოების ან მიწოდების ახალ ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ხერხის დანერგვას. აქ შედის მნიშვნელოვანი ცვლი­ლებები ტექნოლოგიაში, საწარმოო დანადგარებსა და/ან პროგრამულ უზრუნველყოფაში [Руководство Осло, 2010: 33].

[6]ორგანიზაციული ინოვაცია წარმოადგენს ახალი ორგანიზაციული მეთოდის დანერ­გვას ფირმის საქ­მიან პრაქტიკაში, სამუშაო ადგილებისა და გარე კავშირების ორგა­ნი­ზებაში [Руководство Осло, 2010: 35].

[7]მარკეტინგული ინოვაცია გულისხმობს მარკეტინგის ახალი მეთოდების დანერგვას. ამ სახეობის ინოვა­ციაში შედის მნიშვნელოვანი ცვლილებები: 1. პროდუქტის დიზაინსა და შეფუთვაში; 2. საქონლისა და მომსახურების გავრცელებაში (ადგილმდებარეობასა და მოთავსებაში), მათ შორის იგულისხმება გასა­ღების არხების ტიპებისა და ამ არხების ორგანიზაციის ხერხების გაუმჯობესება; 3. ბაზარზე წინ წაწე­ვაში (სტიმულირებაში), მათ შორის იგულისხმება პროდუქტის იმიჯის გაუმჯობესება და პროდუქ­ტის ცნობა­დო­ბის ამაღლება; 4. ფასების დადგენაში, მათ შორის იგულისმება საქონელსა და მომსა­ხუ­რებაზე ფასების დადგენის სპეციალური მეთოდების დანერგვა [Руководство Осло, 2010: 34].

[8]BEEPS – Business Environment andEnterprise Performance Survey (ბიზნესგარემოსა და საწარმოთა მუშა­ო­ბის მაჩვენებლების გამოკვლევა).

[9]შერჩევის ჩარჩოს მონაცემები მიღებულია საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სააგენ­ტო­დან.

[10]IBM SPSS (Statistical Package for the Social Sciences) Statistics - მონაცემების სტატისტიკური დამუ­შა­ვების კომპიუტერული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს გამოყენებითი ხასიათის გამოკვ­ლე­ვების ჩატარე­ბას სოციალურ მეცნიერებებში.